საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოზარ სუბარი, მედიასთან საუბრისას შერიგების თემას ეხმაურება. სუბარი ამბობს, რომ სამართლიანობის აღდგენა ვერ წარმოუდგენია იმის გარეშე, რომ ადამიანმა, ვინც არის დამნაშავე, პასუხი არ აგოს.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ არანაირი შერიგება არ არსებობს, ერთადერთი მოთხოვნა, რაც აქვთ პრეზიდენტის გათავისუფლებაა. ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ მისთვის საერთოდ გაუგებარია ტერმინი „შერიგება“ რას ნიშნავს. ზოგადად ვიტყოდი, რომ ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ყველაზე კარგად ჩამოაყალიბა რამდენიმე დღის წინ, როდესაც თქვა, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ საზოგადოებაში დიალოგი, ფართო კონსენსუსის მიღწევის თემაზე.
კონსენსუსის საფუძველი რა უნდა იყოს? - სიმართლის თქმა და შემდეგი ეტაპი იქნება სამართლიანობის მიღწევა. სამართლიანობის მიღწევა ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი ის უნდა დარჩეს დაუსჯელი. მინიმუმ აღიარება მაინც უნდა მოხდეს. შეიძლება ეპატიოს ვინმეს კონკრეტული დანაშაული, მაგრამ აღიარება მაინც უნდა უძღოდეს წინ” - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მთავარი ფოტო: alia.ge