რუსეთის საგარეოსაქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს თურქეთში პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა კითხეს, როგორ გაამართლებს რუსეთი თავის ქმედებას დაბომბილ სამშობიაროსტან და ბავშვთა საავადმყოფოსთან დაკავშირებით.
სერგეი ლავროვის პასუხი:
,,პირველად არ ვხედავთ პათეტიკურ ყვირილს იმ ე.წ. სისასტიკის გამო, რომელსაც თითქოს რუსეთის შეიარაღებული ძალები ახორციელებენ.
,,ეს სამშობიარო სახლი „აზოვის“ ბატალიონმა და სხვა რადიკალურმა ჯგუფებმა დიდი ხნის წინ აიღეს, გამოაგდეს ყველა ფეხმძიმე ქალი, სამედიცინო და მომსახურე პერსონალი. ეს სამშობიარო სახლი „აზოვის“ ბაზა იყო. ეს მონაცემები 3 დღის წინ წარვადგინეთ. ისინი მანიპულირებენ საზოგადოებრივი აზრით მთელ მსოფლიოში. დღეს ვნახე დასავლური ტელეარხების რეპორტაჟები, სადაც ძალიან ემოციურად გადმოცემენ. ის კი, ვინც ობიექტურად აფასებს ყველაფერს, სათანადო ყურადღების ცენტრში ვერ ექცევა“ _ განაცხადა ლავროვმა.