რუსეთი მზად არის შეწყვიტოს საომარი მოქმედებები. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი ომს შემდეგი პირობების სანაცვლოდ შეწყვეტს:
უკრაინამ გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი (შეიტანოს ცვლილება კონსტიტუციაში);
აღიაროს ყირიმი რუსეთის ტერიტორიად;
აღიაროს დონეცკისა და ლიგანსკის ე.წ. სეპარატისტული რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.
როგორც პესკოვმა Reuters-თან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, უკრაინამ მათი პირობების შესახებ იცოდა, თუმცა უკრაინის მხრიდან ამას სწრაფი რეაგირება არ მოჰყოლია.