,,რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი გათიშულია“ _ ამის შესახებ ჰაკერული დაჯგუფება ,,ანონიმუსი“ Twitter-ზე წერს. სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი ამ დროისთვის არ მუშაობს.

,,ანონიმუსმა“ რუსეთის მთავრობას კიბერნეტიკული ომი გამოუცხადა. მან ასევე გათიშა რამდენიმე რუსული სახელისუფლებო საიტი და სახელმწიფო პროპაგანდის გამავრცელებელი RT News-ის ვებგვერდი.
,,ანონიმუსი“ თავისუფალი,არაცენტრალიზებული ორგანიზაციაა რომელიც ერთი იდეის ქვეშ აერთიანებს ჰაკატივისტებს სხვადასხვა ქვეყნებიდან. დაჯგუფება ცნობილი გახდა, სამთავრობო, რელიგიურ და მსხვილ კორპორატიულ საიტებზე თავდასხმის შემდეგ. მათ სავიზიტო ბარათად იქცა ნიღაბი ფილმიდან და ნოველიდან "V for Vendetta“. ისინი ნიბრძვიან ISIS-ის და ბავშვთა ტრეფიკინგის წინააღმდეგაც.