2022 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, სამხრეთ ამერიკის ზონაში, ბრაზილიამ, 6 ტურით ადრე მოიპოვა მუნდიალზე ასპარეზობის უფლება.
„სელესაომ“ შესანიშნავად იასპარეზა და 12 მატჩიდან 11 მოიგო, 1 კი ფრედ დაასრულა, რითაც გადაწყდა, რომ დარჩინილი ექვსივე შეხვედრა, რომ დათმონ, მეოთხე ადგილზე ქვემოთ ვერ დაქვეიდებიან და უკვე გაინაღდეს მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა.
დღეს გამთენიისას „პენტაკამპეონელებმა“ კოლუმბიას უმასპინძლეს და პაკეტას ერთადერთი გოლით დაამარცხეს მეტოქე და ისტორიაში 22-ე მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ. შეგახსენებთ, რომ ბრაზილია ერთადერთი ნაკრებია, რომელსაც ყველა მსოფლიოს ჩემპიონატზე აქვს მონაწილეობა მიღებული, საიდანაც 5 ჯერ ჩემპიონებიც გახდნენ.
ხვალ 03:00 საათზე, თავის მატჩს ჩაატარებს არგენტინის ნაკრები, რომელსაც 11 ტურის შემდეგ, 25 ქულა აქვს (7 მოგება, 1 ფრე). „ალბისელესტე“ ურუგვაის ესტუმრება, რომელიც ქულები ძალიან სჭირდება, მე-6 ადგილზე იმყოფება და ამ ეტაპზე მუნდიალზე მოსახვედრ ნაკრებებში არ იმყოფება, შედეგად საინტერესო და დაძაბული შეხვედრა უნდა იყოს.