სამხრეთ ამერიკაში, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი წრიული ჩემპიონატის მე-5 ტურის ბოლო შეხვედრაში, ბრაზილიამ, ეკვადორს უმასპინძლა და 2-0 დაამარცხა.
„პენტაკამპეონე“ მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას, თუმცა გოლი მხოლოდ 65-ე წუთზე გაიტანა. ნეიმარის გადაცემა, რიშარლისონმა გამოიყენა და ბრაზილია დააწინაურა.
მეორე გოლი მასპინძლებმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა ბოლო წუთზე. მეკარემ ნეიმარის პირველი დარტყმული მოგერია, თუმცა მსაჯმა დარტყმამდე წინ გამოსვლა დაუფიქსირა და ხელახლა დაარტყმევინა ბრაზილიელთა ათიანს, რომელმაც მეორე ცდაზე გატანა მოახერხა და შეხვედრას საბოლოო წერტილი დაუსვა.
ამრიგად ბრაზილია 5 დან 5 გამარჯვებით უდანაკარგოა, 9 ივნისს მე-6 ტური ჩატარდება, სადაც ტიტეს შეგირდები პარაგვაის დაუპირისპირდებიან სტუმრად.
ამის შემდეგ კი, 14 ივნისს, „კოპა ამერიკა“ აიღებს სტარტს.