მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ,,ვივამედიდან“ სასამართლოს დისტანციურად ჩაერთო. დღეს 1 თებერვალს მისი სასჯელის გადავადების ანდა გათავისუფლების მორიგი სხდომა იმართება, სადაც ყოფილმა პრეზიდენტმა მოკლე მიმართვა გააკეთა.
,,მე საქართველოს მივეცი მთელი ჩემი ცოდნა, ახლა მივეცი ჩემი ჯანმრთელობა და ერთადერთი, რასაც ვითხოვ, ეს არის მომეცეს საშუალება ადეკვატური მკურნალობის. თუ საჭიროა სიცოცხლესაც მივცემ. ჩემი მდგომარეობა არის მკვეთრად გაუარესებული“ _ თქვა სააკაშვილმა ჩართვისას.