მიხეილ სააკაშვილის შესახებ გამართულ დებატებზე, რომელიც ევროპარლამენტში ტარდება, პოლიტიკოსები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ დაიცვან მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის უფლებები, მათ შორის ჯანმრთელობის უფლება და მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მისცენ.
,,ჩვენ გვინდა, ყურადღება გავამახვილოთ საქართველოს წინსვლაზე, მაგრამ სააკაშვილის საქმე იმდენად მწვავეა, რომ არ შეგვიძლია გვერდი ავუაროთ მას, ამიტომ ყურადღება კონცენტრირებულია სააკაშვილის საქმეზე, ეს ადამიანი კვდება ციხეში. იმით, რომ სააკაშვილი ჰყავთ ციხეში, საქართველო ქულებს ვერ აკრეფს, მხოლოდ დაკარგავს“ _ თქვა მარკეტა გრეგორევამ.
,,მივმართავ საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი და მისცენ საშუალება იმკურნალოს საზღვარგარეთ. ის კვდება ციხეში და ამას გავლენა ექნება საქართველოს ევროპულ მომავალზე“ _ აღნიშნა ანა ფონტეგამ.
,,მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ დაბრკოლების გარეშე მიეცეს სააკაშვილს უფლება, რომ სათანადო მკურნალობა გაიაროს საზღვარგარეთ, ეს შეუნარჩუნებს ქვეყანას ევროპულ სახეს“ _ თქვა პეტრას აუსტევიჩმა.
დებატები ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ინიციატივით იმართება. მან ამის შესახებ 1-ელ თებერვალს სხდომაზე განაცხადა. ფოტიგას წინადადებას კენჭისყრაზე მხარიდეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა.