მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ,,ვივამედიდან“ სასამართლოს დისტანციურად ჩაერთო, სადაც მან სასამართლოს თავდაპირველად უკრაინულად მიმართა, შემდეგ კი ქართულად გააგრძელა.
,,ჩემს მიმართ ხორციელდება წამება და ვარ მოწამლული. მინდა, მოგმართოთ თქვენ, ვამაყობ, რომ ყველა აღფრთოვანებულია უკრაინელი ხალხით, ვამაყობ, რომ პრეზიდენტი არის ზელენსკი, მადლობელი ვარ მისი ოფისის.
დარწმუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში. მაგრამ თუ მე ვერ ვიცოცხლებ გამარჯვებამდე, რომელიც ძალიან ახლოსაა, ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში, ის ეკუთვნის უკრაინას. დიდება უკრაინას, სიკვდილი ჩვენ მტერს" _ აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
დღეს 1 თებერვალს მიხეილ სააკაშვილი სასჯელის გადავადების ანდა გათავისუფლების მორიგი სხდომა იმართება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეებს დაკითხავენ. სხდომას, ასევე, ესწრებიან მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, ახლობლები და მხარდამჭერები. პროცესზე იმყოფება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილიც.