რუსთაველის გამზირზე ,,ნაციონალური მოძრაობის" აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეები მსვლელობით რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ მიემართებიან. მათი მთავარი მოთხოვნა პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა. მხარდამჭერები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მიკროავტობუსებით ჩამოვიდნენ. რეგიონებიდან ჩამოსული კოლონები, სხვადასხვა ლოკაციაზე მოგროვდებიან და მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ წავლენ.