"ქართული ოცნების" წევრი ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ერთპარტიული მმართველობა არის აშშ-ში და სხვა ქვეყნებშიც, თუმცა იქ ტირანია არაა, ამიტომ არც საქართველოშია ამის რისკი.სამხარაძე აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს გამოეხმაურა.
"საქართველოში ტირანიის რისკი არ არის, იმიტომ, რომ ერთპარტიული მმართველობა არ ნიშნავს ტირანიის რისკს. ერთპარტიული მმართველობა არის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სხვა ქვეყნებშიც და იქ ტირანია არაა", - განაცხადა სამხარაძემ.