„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატი პროფესიონალიზმის, წარმატებისა და საქმისადმი ერთგულების პრინციპებით შეარჩია. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. იგი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის ნებისმიერ კანდიდატს თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის კანდიდატებზე სამჯერ მეტი შანსი ექნებათ.
,,თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ ნებისმიერ კანდიდატს მოგების სამჯერ უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე ოპოზიციის. მმართველი გუნდის ნებისმიერი კანდიდატი მერობის თუ საკრებულოს პროპორციული სია, იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ გადავლახავთ არათუ 43 პროცენტს, არამედ უფრო მაღალ შედეგს დავდებთ“ _ ამბობს ნიკოლოზ სამხარაძე.