„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, გივი მიქანაძე, ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა. მიქანაძის თქმით, ოპოზიცია პატივს არ სცემს არც საკუთარ ამომრჩეველს და არც პარლამენტს.
„ისინი პირველ რიგში, პატივს არ სცემენ საკუთარ ამომრჩეველს, ქვეყანას და ამ ქვეყნის ერთ-ერთ უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოს, საქართველოს პარლამენტს. მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ვცხოვრობთ საპარლამენტო რესპუბლიკაში. ისინი არ იყენებენ იმ მაღალ ტრიბუნას, რომელიც პირდაპირ შესაძლებლობას იძლევა, ამ მაღალი ტრიბუნიდან ამომრჩევლის მხარდამჭერთა ინტერესები და პოზიციები გააჟღერონ “ - განაცხადა მიქანაძემ.
მთავარი ფოტო: gmtv.ge