შხამიანი მცენარეები
ოლეანდრა
საქართველოში ოლეანდრა ყველასთვის ნაცნობი ყვავილია, თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური მცენარეა მსოფლიოში. მცენარის ყველა ნაწილი, ღეროდან დაწყებული წვენამდე, წარმოუდგენლად შხამიანია, თუ გადაყლაპავთ. დამწვარი ოლეანდრის კვამლის შესუნთქვაც კი საშიშია ჯანმრთელობისთვის.
დაფიქსირდა შემთხვევითი მოწამვლის შემთხვევები, რომლებიც გამოწვეული იყო ოლეანდრის ტოტების გამოყენებით ჰოთდოგებისა და სხვა საკვების შესაწვავად. ასევე, ითვლება, რომ ნაპოლეონის ზოგიერთი ჯარისკაცი დაიღუპა ესპანეთში, როდესაც ისინი იყენებდნენ ოლეანდრის ჩხირებს ხორცის შესაწვავად. რაც შეეხება ყვავილს, იგი იმდენად საშიშია, რომ ფუტკრების მიერ დამზადებული თაფლიც კი, რომლებიც ოლეანდრის მცენარეს ნექტარს იყენებენ, შხამიანია.
ოლეანდრა (ფოტო: gardeningknowhow.com)
თამბაქო
თამბაქო ყველაზე ფართოდ გავრცელებული კომერციული არასასურსათო მცენარეა მსოფლიოში. მცენარის ყველა ნაწილი, განსაკუთრებით მისი ფოთლები, შეიცავს ტოქსიკურ ალკალოიდებს, ნიკოტინსა და ანაბაზინს და შეიძლება ფატალური იყოს, თუ შეჭამთ. მიუხედავად იმისა, რომ მას გულის შხამს უწოდებენ, თამბაქოს ნიკოტინი ფართოდ მოიხმარება მთელ მსოფლიოში და არის როგორც ფსიქოაქტიური, ასევე ნარკოტიკული. თამბაქოს მოხმარება იწვევს წელიწადში 5 მილიონზე მეტი ადამიანის სიკვდილს, რაც მას ალბათ ყველაზე მომაკვდინებელ მცენარედ აქცევს მსოფლიოში.
თამბაქო (ფოტო: agronews.ge)
როდოდენდრონი
ეს მშვენიერი ყვავილი იდეალურად გამოიყურება თეთრ ღობეზე, მაგრამ მთელი მცენარე ძალიან ტოქსიკურია. ყვავილის, ღეროს ან ფოთლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, დამბლა, კომა და სიკვდილიც კი.
როდოდენდრონი (ფოტო: shin.ge)
მთავარი ფოტო: alia.ge