სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზასთან არსებულ ფერდობზე წარმოქნილ ნაპრალთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.
TV პირველთან ინტერვიუში ის აღნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე მეწყერის წარმოქნის დიდი ალბათობაა.
,,არის უხეში ჩარევა გარემოში, გარემო გამოყვანილია წონასწორობიდან, რაც, რეალურად, მეწყერული პროცესების პროვოცირებას უწყობს ხელს“ - აცხადებს გოდოლაძე.
სეისმოლოგის თქმით, თბილისის მერია ინფორმირებული იყო არსებული საფრთხის შესახებ, თუმცა, სამუშაო პროცესები ამ ტერიტორიაზე მაინც გააგრძელა. მისივე განმარტებით, ამ პროცესმა შესაძლოა იგივე მოვლენები გამოიწვიოს, რაც თბილისში მდინარე ვერეს ადიდებას მოჰყვა.
,,დასამშვიდებელი დამდვილად არაფერი არ არის, ჩვენ გვახსოვს 2015 წლის თბილისის მოვლენები და ეს აბსოლუტურად იდენტური პროცესია“-ამბობს თეა გოდოლაძე.