ლისი-მუხათწყაროს მონაკვეთზე მეწყრული პროცესები გააქტიურდა - ტერიტორიას გეოლოგები სწავლობენ. ვითარებას ადგილზე გაეცნო მცხეთა-მთიანეთის რწმუნებული დავით ნოზაძე.
რწმუნებულის თქმით, სპეციალისტები შესაბამის დასკვნას, თუ რამ გამოიწვია მეწყრული პროცესების გააქტიურება, ხვალ დადებენ.
„გუშინ დილიდან სპეციალისტებმა დაიწყეს შესწავლა, დაათვალიერეს ტერიტორია. დღეს ან ხვალ შესაბამისი დასკვნა იქნება დადებული, ამის შემდეგ დაიწყება საინჟინრო სამუშაოები. კომპანია, რომელმაც აღნიშნული გზის მშენებლობა აწარმოა, დაიწყებს პროექტის მომზადებას. შესაბამისი დასკვნები სანამ არ მომზადება და ექსპერტები არ დადებენ იმ დასკვნას, თუ რა არის აქ გასაკეთებელი და რა საფრთხე შეიძლება მოყვეს, მანამდე სამუშაოები ვერ დაიწყება. გარკვეული დროის განმავლობაში გზა იქნება დაკეტილი. მოსახლეობამ თავი უნდა შეიკავოს გადაადგილებისგან და ისარგებლონ ალტერნატიული გზით“ - განაცხადა დავით ნოზაძემ.
მთავარი ფოტო: on.ge