ჩეხეთის რესპუბლიკაში მდებარე სედლეცის ეკლესია საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც "ძვლის ეკლესია". ეკლესია 40000-დან 70000-მდე ჩონჩხის ძვლისგანაა შექმნილი.
სედლეცის ისტორია მე-13 საუკუნიდან იწყება, როდესაც სედლეცის მონასტრის იღუმენი (აბატი ჰენრი) იერუსალიმში უფლის საფლავის მოსანახულებლად იმყოფებოდა. ის უკან ერთ მუჭა მიწასთან ერთად დაბრუნდა. იღუმენმა მიმოფანტა ეს „წმინდა მიწა“ სედლეცის სასაფლაოზე და ამის გამო ეს ადგილი ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სამარხი გახდა ხალხისათვის მთელს ბოჰემიასა და მიმდებარე ქვეყნებში. ყველას უნდოდა დაკრძალულიყო იმ მუჭა წმინდა მიწაზე. სულ მალე სასაფლაოზე თავისუფალი ადგილები აღარ იყო და მათ გადაწყვიტეს ცხედრები გადაესვენებინათ საძვალეში, რათა ადგილი გაეთავისუფლებინათ ახლად გარდაცვლილებისთვის.
სედლეცში გარდა შესანიშნავი ძვლის ჭაღისა, რომელიც შედგება ადამიანის სხეულის თითქმის ყველა ძვლისგან, ასევე შეხვდებით ორ დიდ ძვლის თასს, ოთხ ბაროკოს ძვლის სასანთლეს, ექვს უზარმაზარი ძვლის პირამიდას. ასევე, საგვარეულო გერბს.

ფოტო: veltra.com

ფოტო: tripadvisor.com
მთავარი ფოტო: atlasobscura.com