სარგინიგზო კატასტროფას ჩეხეთში მსხვერპლი მოჰყვა. ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 3 ადამიანი - 2 მემანქანე და 1 მგზავრი.
როგორც ცნობილია, შემთხვევა დომაჟლიცესა და ბლიზეჟოვის სადგურებს შორის, მილაცევთან, დილის 08:00 საათზე მოხდა.
ჩეხეთის სანტანსპორტო მინისტრი, კარელ ჰავლიჩეკი აცხადებს, რომ ჩქაროსნული მატარებლის მემანქანე არ დაემორჩილა სიგნალს "სტოპ", რის გამოც ადგილობრივ მატარებელს შეეჯახა.
კატასტროფის შედეგად დაშავდა 30 ადამიანი.
ფოტო: facebook