რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი, ამბობს, რომ კრემლი გმობს ექსტრემისტი ნაციონალების მიერ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ გამართულ აგრესიულ ქმედებებს და ისინი მიესალმებიან საქართველოს პრემიერის განცხადებას, ამ ქმედებების დაგმობის შესახებ.
პესკოვმა აღნიშნა, რომ საქართველოში მოგზაურობა რუსებისთვის საფრთხის შემცველია. ამის თქმის საფუძველს კი მას რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერისა, და მისი სტუმრების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ქართული საზოგადოების ნაწილისგან გამოხატული პროტესტი აძლევს.
„საქართველოში წასვლა უბრალოდ საშიშია. რუსებმა ეს კარგად უნდა გაიგონ. კრემლი მკაცრად გმობს საქართველოს დედაქალაქში ექსტრემისტი ნაციონალების მიერ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებს.
პესკოვმა აღნიშნა, რომ კრემლი მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, განცხადებას, რომელმაც დაგმო ნაციონალისტების ქმედებები.
”ჩვენ ვნახეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება, რომელმაც ასევე დაგმო ეს ქმედებები და ჩვენ მივესალმებით ამ განცხადებას” - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
მთავარი ფოტო: cnn.com