საქართველოში კოვიდი ,,დამარცხებულია“, ვაქცინაცია ჰკიდიათ და არაფერია სანერვიულო. ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა განაცხადა. იგი ამ განცხადებით თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციას გამოეხმაურა.
,,საქართველომ დაამარცხა კოვიდი, არც კი აინტერესებს ეს ვირუსი და უკვე დაინფიცირებულებსაც აქვთ საშუალება თავისუფლად იარონ და ის კიარა და მიტინგზეც ბოლო ხმამდე იკივლონ რომ რაც შეიძლება მეტი ვირუსი გაავრცელონ ირგვლივ...მაინც არაფერია საშიში, კოვიდი არ არის საქართველოში
ჰოდა, რა მინდოდა მეთქვა, ამერიკის შეერტებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გუშინ გამოაქვეყნა მეტად საინტერესო რეპორტი, რომლიდანაც ორ გრაფიკს შემოგთავაზებთ, ისე რომ გაერთოთ.
პირველ გრაფიკზე მოყვანილია სიკვდილიანობის მაჩვენებელი, ვაქცინაციის სტატუსის და ვაქცინის მწარმოებლის მიხედვით. ვისაც დანახვა სურს და ლოგიკური აზროვნების უნარიც აქვს დაინახავს რომ არავაქცინირებულების სიკვდილიანობა 11 ჯერ უფრო მაღალია
მეორე გრაფიკზე კი ნაჩვენებია სიკვდილიანობა ასაკისა და აცრის სტატუსის მიხედვით და ისევ ყველაფერი კარგად სჩანს
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საქართველოში კოვიდი დამარცხებულია, ვაქცინაცია ჰკიდიათ და არაფერია სანერვიულო...აი ამერიკამ იკითხოს!!“ _ წერს ზაზა წერეთელი.