„ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დგება, რომლის განმუხტვის ერთ-ერთი საშუალება ვადამდელი არჩევნებია.
„პირველი სწორედ მიხეილ სააკაშვილი უნდა გამოვიდეს დიდი ოპოზიციური ერთობის მხარდამჭერად, რომლის შემქმნელადაც ყალიბდება ნიკა მელია და მხარი დაუჭიროს მას და არა პარტიულ, ან პარტიების ბრძოლას გავლენებისთვის. მითუმეტეს, რომ დღეს მთავარი გამოწვევა ქვეყანაში, მეორე ტურში გამარჯვებაა.
„ქართული ოცნებას“ რაც შეეხება, ისეთ დღეშია, რომ არც მიშელის დოკუმენტს და აღარც 43%-ს აქვს არანაირი მნიშვნელობა. „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ქალაქები წააგო, მისი ნდობა ადამიანებს უბრალოდ აღარ აქვთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დგება, რომლის განმუხტვის ერთ-ერთი საშუალება ვადამდელი არჩევნებია.
თავისუფლებისთვის და ღირსებისთვის მებრძოლ ადამიანს კი იდეისთვის ციხეში ჯდომა მხოლოდ აძლიერებს“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
მთავარი ფოტო: akhalitaoba.ge