ჯანდაცვის მინისტრისა და პატრიარქის შეხვედრა დასრულდა. საპატრიარქოდან გამოსულმა ტიკარაძემ განაცხადა, რომ შეხვედრის მიზანი ვაქცინაციასთან დაკავშირებით სასულიერო პირებისა და პატრიარქის ინფორმირება იყო.
"ამ შეხვედრის მიზანი იყო მისი დეტალურად ინფორმირება, თუ როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში ეპიდვითარება და როგორ არის დაგეგმილი ვაქცინაციის პროცესი, რას მოიცავს ვაქცინაცია, რა რისკები და დადებითი შედეგები შეიძლება მას ჰქონდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის" ამბობს ტიკარაძე.