საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა, საყოველთაო ინიციატივა გააცნო და ამის თაობაზე მისგან კურთხევა აიღო. ინფორმაციას საპატრიარქოს პრესსამსახური და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საპატრიარქოში აცხადებენე, რომ პატრიარქი მსგავს ინიციატივებს ყოველთვის მხარს დაუჭერს.
"მისი უწმინდესობაც და, ბუნებრივია, ეკლესიაც, ამჟამადაც, როგორც ყოველთვის, დაუჭერს მხარს ნებისმიერ ინიციატივას და ქმედებას მიმართულს ერთსულოვნებისკენ, რომელიც დაფუძნებული იქნება ქრისტიანულ და სამართლიან საფუძვლებზე" – ვკითხულობთ განცხადებაში.
ფოტო: საპატრიარქო