,,ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურაში დაიბარეს. მისი თქმით, თუ ეროვნული სასამართლო დამნაშავეებს პასუხისგებაში არ მიაქცევს, ის და მისი კოლეგები არ დანებდებიან და საქმეს სტრასბურგის სასამართლოში აღძრავენ.
,,სასწრაფოდ მისცეს ხელისუფლებამ პასუხისგებაში ყველა ის ადამიანი, ყველა ის მაღალჩინოსანი, ვინც ჩვენ, ჟურნალისტებს გვისმენდა, ვინც მღვდლებს უსმენდა. ვაპირებთ, რომ შევიტანოთ სარჩელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ იმის გამო, რომ ისინი უკანონოდ მისმენდნენ მე. ასევე, ჩვენი ნიუსრუმის ჟურნალისტები, ყველა ვისი გვარიც ერთხელ მოხვდა და ჩვენ ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე. თუ ეროვნული სასამართლო არ დაადგენს ამ ადამიანების ბრალეულობას და არ მიაქცევს პასუხისგებაში, წავალთ სტრასბურგში“ _ აღნიშნა ნოდარ მელაძემ.