პრემიერ-მინისტრმა ფარული ჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს არის პირდაპირი მტრობა ეკლესიის, მღვდელმთავრების წინააღმდეგ.
„ეს არის შეთქმულება ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არის ყოვლად დაუშვებელი. სახელმწიფო კანონის სახელით გასცემს პასუხს და ყველას და ყველაფერს დაარქმევს სახელს. რა თქმა უნდა, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ თქვენი ტელევიზიები ამ ყველაფერს, ტყუილ-მართალს უკეთებენ ტირაჟირებას და ეკლესიისა და მღვდელმთავრების დისკრედიტაციას ახდენთ. ეს არის თქვენი პასუხისმგებლობა. ეს არის სააკაშვილისა და ოპოზიციის ბოლო მცდელობა. იციან, რომ ყველა ქალაქში სასტიკად მარცხდებიან, უნდათ რომ რაღაც ქნან. ერთი მხრივ, უყურებთ, რომ არჩევნების მზადებას აზრი არ აქვს, რადგან იციან, რომ საერთოდ არ აქვს აზრი მათ ჩართულობას კამპანიაში, იმიტომ, რომ 2 ოქტომბერს აგებენ. ყველაფერი არჩევნების მეორე დღისთვისაა გამიზნული. გარკვეული პროვოკაციები რომ მოაწყონ. სახელმწიფო არავითარ პროვოკაციას არ დაუშვებს. ყველა მოღალატესა და ჩვენი ეკლესიის მტერს გავცემთ მკაცრ პასუხს. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა არის ფალსიფიკაცია, ფაბრიკაცია, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავარი ფოტო: 1tv.ge