ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისსა და კრაკოვს შორის პირდაპირ ფრენებს განაახლებს. ამის შესახებ აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, თამარ არჩუაძემ, განაცხადა.
ფრენები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება. სიხშირეების რაოდენობა ეტაპობრივად, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების მიხედვით, გაიზრდება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, პანდემიამდე არსებული ევროპული მიმართულებების დამატებაზე უნგრულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz Air-თან კონსულტაციები მუდმივად მიმდინარეობს.
მთავარი ფოტო: georgiatoday.ge