ავიაკომპანია WizzAir ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან აბუ-დაბის მიმართულებას ამატებს, ბარსელონას, ბერლინსა და ვენას კი აღადგენს. ავიაბილეთები უკვე ხელმისაწვდომია.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, WizzAir Abu Dhabi აბუ-დაბის მიმართულებით რეგულარულ რეისებს 16 დეკემბრიდან, კვირაში 2 სიხშირით შეასრულებს.
რაც შეეხება ბარსელონას, ბერლინსა და ვენას, ბარსელონას მიმართულებით ფრენები პირველ ეტაპზე, კვირაში ერთი სიხშირით აღდგება, ვენის მიმართულებით - ნოემბრიდან კვირაში ორი სიხშირით, ბერლინის კი - ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, კვირაში ერთი სიხშირით.
მთავარი ფოტო: georgiatoday.ge