"მთავარი არხის" ჟურნალისტის, ეკა კვესიტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებს ეხმაურება, რომელშიც თავადაც ფიგურირებს. მისი თქმით, ორი წლის წინ მთვრალი მეუფე იაკობი მას ურეკავდა და საპატრიარქოს ამბებს უყვებოდა.
ორი წლის წინ მთვრალი იაკობი მირეკავდა ხოლმე (ალბათ, არა მხოლოდ მე) და საპატრიარქოს შიდა ამბებს მიყვებოდა - მათ შორის იმას, რომ შიო რუსეთის კაცია და ერთხელ კინაღამ სცემა. არასდროს მიკადრია, მისი ფარულად ჩაწერა. რადგან ეთიკის დაცვა ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, იაკობისნაირებთანაც კი. ხოდა, ეს საუბრებიც არის გამოქვეყნებულ მასალებში - დაწერა კვესიტაძემ.
ფოტო: facebook