ყვარელში, საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელს ბრალი სასამართლომ დღეს, 11 სექტემბერს წარუდგინა. დაკავებული 49 წლის შალვა მელიქიშვილია.
დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, მას ბანკთან ფინანსური პრობლემები ჰქონდა, კერძოდ კი მას იპოთეკური სესხის გამო სახლს უყიდნენ. მისივე თქმით, მელიქშვილი ბრალს აღიარებს.
"წარედგინა ბრალი და არ გამოუყენებია დუმილის უფლება. მან სრულად დაადასტურა გამოკითხვის დროს მიცემული ჩვენება. სრულად სცნო თავი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ, მოინანია და ითხოვს გარკვეული შეღავათის გაწევას. მოტივი ფინანსური მდგომარეობაა. მას 52 ათას ლარამდე ვალი ჰქონდა „თიბისი ბანკის“, რის გამოც ბინას გაუყიდდნენ. მან გადაწყვიტა, რომ ბანკში შესულიყო“ – ამბობს ადვოკატი.
ფოტო: facebook