საქართველოს ბანკის დაყაჩაღების მცდელობისთვის ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
,,გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ტ. მიმდინარე წლის 23 ნოემბერს, ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში, დაყაჩაღების მიზნით შეიჭრა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიმალვა სცადა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო მოქმედებების შედეგად, იგი შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე წუთში დააკავეს" _ აღნიშნულია ინფორმაციაში.