"საერთაშორის გამჭირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებიც პრობლემურად წარიმართება.
გიგაურმა წინასაარჩევნო პერიოდი შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ პერიოდში ადგილი ჰქონდა ზეწოლას, ძალადობას, სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებასა და ა.შ.
"თუკი შევხედავთ დიდ სურათში, რა ხდება ქვეყანაში, წინასაარჩევნო პერიოდზე შემიძლია ვთქვა, რომ ისევ პრობლემურ არჩევნებს ვატარებთ. მხოლოდ წინასაარჩევნო გარემოთი შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამწუხაროდ, ამდენი ხნის განმავლობაში, ჩვენ ვერ მოვახერხეთ, წინასაარჩევნო პერიოდში არ იყოს ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება, არ გამოიყენოს მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ სახელმწიფო ბიუჯეტი სათავისოდ, არ გვქონდეს ბევრი შემთხვევა, როდესაც არ არის ეფექტურად გამოძიებული ის დარღვევები, რომელზე ჩვენ ვსაუბრობთ და პოლიტიკური პარტიები საუბრობენ. ამ წინასაარჩევნო პერიოდს კიდევ ემატება ჟურნალისტებზე თავდასხმები და ის არაეფექტური გამოძიებები, რომელსაც ადგილი ჰქონდა 5 ივლისის შემდეგ" – ამბობს ის.
ფოტო: facebook