საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ვაქცინის შემოტანა ხელოვნულარ ფერხდებოდა. მისი თქმით, ვაქცინა მან თავად "იშოვა", თუმცა, სახელმწიფომ მის შემოტანაზე უარი თქვა.
სააკაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა არჩევნებისთვის ხალხი სახლში იყოს, რომ არჩევნები გააყალბოს და მისთვის სასურველი ნებისმიერი ციფრი დაწეროს.
"საქართველოში იტყუებოდნენ, რომ მართვა იცოდნენ, ვაქცინა ხელოვნურად არ შემოიტანეს, ივანიშვილის განკარგულებით. ამას ვამტკიცებ სრული კომპეტენტურობით. მე თვითონ ვუშოვე ვაქცინა და ამაზე თქვა მთავრობამ უარი, რამდენიმე სხვა ქვეყანამ შესთავაზა. სანამ ძალით არ შეტენეს ამერიკელებმა, არც იღებდნენ ამ ვაქცინას. ხელოვნურად არ შემოჰქონდათ ვაქცინა, ბიძინა ივანიშვილი უნდა არჩევნებისთვის ხალხი იყოს სახლში, ნებისმიერი ციფრი დაწეროს. ივანიშვილს უნდა, ვინც ვერ გააგდო კომბოსტოს საკრეფად გერმანიაში, უბრალოდ დახოცოს. ეს ხალხის გენოციდია, არაფერ შუაშია ყელყელაობა და კეკლუცობა. სიმართლე უნდა ითქვას, რაზეა საუბარი" - ამბობს სააკაშვილი ფეისბუქ-ჩართვაში.
ფოტო: facebook