ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობის თქმით, კორონავირუსს მის ცხოვრებაში არაფერი შეუცვლილა და ისევ იგივე ინტენსივობით ბანაობს, როგორც აქამდე. ქვეყანაში არსებული უკიდურესად მძიმე ეპიდვითარების მიუხედავად, სასულიერო პირი ისევ ანტივაქსერულ განცხადებებს აკეთებს.
"მე მასეთი ცხოვრებაც არ მინდა პირადად, რასაც... როგორც ბერი, ჩემთვის არაფერი არ შეცვლილა რა, მაინც მასე ვცხოვრობდი, არც ზედმეტად ვიბან და არც ისე. მაგასაც სანამ ახლა მივხვდებოდა რომ ხელები უნდა გვებანა, ბევრმა ვიცოდით საქართველოში ხომ მაგი ხელის ბანა არის თუ პირის ბანა და უნდა შევეცადოთ, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ" – ამბობს სასულიერო პირი.
ფოტო: facebook