გორში დაკარგული 12 წლის მოზარდი გოგო იპოვეს. მას მთელი დღის განმავლობაში ოჯახის წევრები, პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ეძებდნენ.
გოგონა თავს კარგად გრძნობს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ფოტო: მთავარი არხი