გორის ცენტრში მოქალაქე პოლიციელს თავს დაესხა და სცემა. შემთხვევა სტალინის სახლმუზეუმის მიმდებარედ მოხდა.
თავდამსხმელი სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. დაშავებული პოლიციელი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.
პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება ვდაიწყო.