გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისმა და NDCD–მა ახალციხის სკოლებში მომუშავე მასწავლებლებთან კორონავირუსისა და მისი საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ საიფოორმაციას შეხვედრა გამართა. შედეგად, 60–მა მასწავლებელი აიცრა.
ინფორმაციას თავად ფონდი ავრცელებს. ფონდის ცნობითვე, მასწავლებლებს ინფორმაცია ვაქცინის მნიშვნელობასა და ამ მხრივ საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ მიეწოდათ.
შეხვედრას ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი, სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე, კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, გულის უკმარისობის ასოციაციის პრეზიდენტი ზვიად ყიფიანი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი უძღვებოდნენ.
ფოტო: facebook