საქართველო ბელგიისგან საჩუქრად ვაქცინებს მიიღებს - ინფორმაციას ამის შესახებ ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს საჩუქრად 225 600 დოზა "ასტრაზენეკა გადმოეცემა. უწყების ცნობით, ქვეყნის მიზანია, რომ დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებს ბელგიამ ჯამში 4 მილიონი დოზა ვაქცინა გადასცეს. საქართველოსთან ერთად პრეპარატს პირველ ეტაპზე სომხეთიც მიიღებს.
"ეს შემოწირულობა არის ჩვენი ევროპული თანამშრომლობის მაგალითი ამ პანდემიის დასამარცხებლად და გლობალური ვაქცინაციის დასაჩქარებლად. გარდა ამისა, ჩვენ ასევე მზად ვართ ვიპოვოთ სტრუქტურული გზები მთელ მსოფლიოში [ვაქცინების] წარმოების შესაძლებლობების გასაძლიერებლად. მაგალითად, ევროპის გუნდის ფარგლებში, ჩვენ ვმუშაობთ ინიციატივებზე, რომლებიც აფრიკის ქვეყნებში ვაქცინების წარმოების შესაძლებლობას შექმნის. ჩვენ ასევე გვსურს ადგილობრივი სამედიცინო სტრუქტურების გაძლიერებაც" - აცხადებს მინისტრი.
ფოტო: bm.ge