დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, პოლიტიკოსებმა უნდა დააფიქსირონ მკაფიო პასუხი იმაზე, ემხრობიან თუ არა საქართველოში პრაიდის ჩატარებას.
,, იმ პოლიტიკურმა პარტიებმა, თუ ცალკეულმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც საპატრიარქოს წინააღმდეგ გამართულ აქციებში აქტიურად მონაწილეობენ, წლების განმავლობაში ეკლესიასთან ბრძოლის დიდი გამოცდილება დააგროვეს. 90-იანი წლებიდან მოყოლებული მათი პირველი ინსტრუმენტი იეღოველების, ტოტალიტარული სექტის ფაქტორის გამოყენება იყო ეკლესიის წინააღმდეგ. საჭიროა დღეს მოსახლეობამ დასვას შეკითხვა და მკაფიოდ გასცენ პოლიტიკოსებმა პასუხი, ემხრობიან თუ არა საქართველოში პრაიდის ჩატარებას და უთანაგრძნობენ თუ არა იმ პროცესს, რაც საპატრიარქოს დიკრედიტაციას გულისხმობს“_ აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.