მან თავად გადაწყვიტა შიმშილობა, მას არ ავალდებულებენ შიმშილობას. ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიზემ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში პასუხისმგებელი თავად იქნება.
,,თავად იქნება პასუხისმგებელი, მან თავად გადაწყვიტა შიმშილობა, მას არ ავალდებულებენ შიმშილობას. საპატრიარქოს რაც შეეხებოდა, ჩვენ მას მოვუწოდეთ, ნებისმიერ მოშიმშილეს მოვუწოდებთ, ეს არის მისი ჯანმრთელობისთვის საზიანო. საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება არაა ქრისტიანულად გამართლებული აქტი, ამიტომ ყოველ ჯერზე, როდესაც მსგავსი შემთხვევა იქნება, ნებისმიერი სასულიერო პირის ვალდებულება იქნება, რომ მოუწოდებს ადამიანს, თავის ჯანმრთელობას ნუ აყენებს ზიანს. უმკურნალეთ სათანადოდ ყველა ადამიანს, ვისაც სჭირდება, მათ შორის სააკაშვილსაც, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა არ ვიცი, ეს უნდა შეაფასონ. გადაიყვანონ უკვე არის პოლიტიკური განცხადება, იმიტომ რომ აქ არის მთელი ჭიდაობა, ნუ ჩამრთავთ“ _ განაცხადა ჯაღმაიძემ.
მიხეილ სააკაშვილი უკვე 48-ე დღეა შიმშილობს. მისი მდგომარეობა დამძიმდა. ექიმის თქმით, სააკაშვილს სიარული უჭირს. ის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში შიმშილობას შეწყვეტს, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს.