მის უტიფრობას საზღვარი არ აქვს - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომლის თქმითაც, ქვეყანაში, ბოლო 2 დღის განმავლობაში მიმდინარე მოვლენები სრული უუნარობის გამოვლინება იყო სახელმწიფოს მხრიდან.
იონათამიშვილის თქმით, გიორგი გახარიას ბიოგრაფიაში არსებობს არაკომპეტენტური და ჩავარდილი საქმეები, და მისგან ამ განცხადების გაკეთება არამართებულია.
"მის უტიფრობას საზღვარი არ აქვს. ბევრს არაფერს ვიტყვი, უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ეს არის კაცი, რომლის ბიოგრაფიაშიც გვხვდება არაკომპეტენტური და ჩავარდნილი საქმეები - კლუბების სპეცოპერაცია, პანკისის სპეცოპერაცია, 20 ივნისი. ამიტომ, ძალიან უხერხული ფაქტია, რომ გახარიამ "ნაციონალურ მოძრაობასაც" კი გადაასწრო აბსურდული განცხადებებით" - განაცხადა დეპუტატმა.
ფოტო: facebook