საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი, ჟურნალისტებთან საუბრისას იმედს გამოთქვამს, რომ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში შევლენ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს რუსული ინტერესების გატარებას ემსახურება.
„სხვა შემთხვევაში, ეს არის რუსული ინტერესების სამსახური და რუსული ინტერესების გატარება. პარტნიორები მუდმივად ცდილობენ, რომ კონკურენტ პარტიებს შორის შეთანხმება მოხდეს. მათი წარმომადგენლები კომუნიკაციაში არიან სხვადასხვა პარტიასთან. ეს არის მისასალმებელი, რადგან იმისათვის, რომ საქართველოს სასარგებლო გადაწყვეტილება იყოს მიღებული, ამის ერთადერთი მთავარი გარანტი არის ის, რომ ამ პროცესში ჩვენი საერთაშორისო მხარდამჭერები არიან ჩართულები“ - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
მთავარი ფოტო: Facebook