"ნინოწმინდაში მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ აპატრიარქოს მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. მისი თქმით, მასში მონაწილე ორგანიზაციებთან თანამშრომლობა გაგრძელდება, რათა ეს ბავშვთა სახლები საერთაშორისო სტანდარტის იყოს.
"ნინოწმინდაში მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება, ამაში მონაწილეობის მიღება გამოთქვა, ყველა დამსწრე ორგანიზაციის წარმომადგენელმა. შემდგომში კიდევ გაგრძელდება ეს თანამშრომლობა, რომ ბავშთა სახლები, რომლებიც შემდგომში ნინოწმინდაში იქნება, იყოს იმ სახის და ისეთი სტანდარტის, როგორსაც ამას საერთაშორისო მოთხოვნები გულისხმობს” _ აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.