"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ირმა ინაშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს აკრიტიკებს.
ინაშვილის თქმით, კობახიძე არჩევნების მთავარი გამყალბებელია, მან ყველა ზღვარს გადააბიჯა და ყველანაირი "წითელი ხაზი" გადაკვეთა.
მინდა ვუთხრა ბატონ კობახიძეს, ბევრი პოლიტიკოსი გვახსოვს ჩვენ, რომელიც ზოგი ღრუბელ-ღუბელ დაფრინავდა, ზოგი კიდევ ღრუბლებზე მაღლა იყო, მათ ეგონათ, რომ ეს ყველაფერი ასევე გაგრძელდებოდა. ასე არ გაგრძელდება, დიდი ხანია ბატონმა კობახიძემ, არჩევნების მთავარმა გამყალბებელმა გადააბიჯა ყველა ზღვარს და ყველა "წითელი ხაზი" გადაკვეთა. ასეთი ქმედებები დაუსჯელი არ რჩება ხოლმე, ასეთი ტიპის პოლიტიკოსები მერე ძალიან მალე ტოვებენ პოლიტიკას. ეს მინდა ვუწინასწარმეტყველო ბატონ კობახიძეს, რომ ის მალე პოლიტიკაში აღარ იქნება და მერე უნდა ილოცოს იმაზე, რომ მემუარების წერა სახლში მოუწიოს და არა სხვაგან, მაგალითად, ციხეში
ფოტო: facebook