ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ვაქცინა „სპუტნიკის“ პირველი პარტია ჩაიტანეს. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მივიღეთ ვაქცინა „სპუტნიკ V-ის“ პირველი პარტია, რაც ჩვენს საწყობში ინახება“ - განაცხადა ე.წ. ჯანდაცვის მინისტრმა თამაზ წახნაკიამ.
აფხაზეთში პირველ რიგში მედიკოსების აცრას აპირებენ, შემდეგ კი პედაგოგების, საჯარო სექტორის, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისა და ჩვეულებრივი მოქალაქეების.
ვაქცინაცია რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე, მაისის დღესასწაულების შემდეგ დაიწყება.
მთავარი ფოტო: business-standard.com