დელფინები პლანეტის ყველაზე გონიერ ცხოველებად არიან აღიარებული, შესაძლოა იმიტომ, რომ მათ შეუძლიათ დაზოგონ მათი ტვინის სიძლიერე. იმის გამო, რომ ისინი გამუდმებით ფხიზლად უნდა იყვნენ, რათა მტაცებელი თავს არ დაესხას, ამ წყლის ძუძუმწოვრებმა განივითარეს ასეთი ხრიკი, შეინარჩუნონ ნაწილობრივი ცნობიერება მაშინ, როდესაც მათი ტვინის ნაწილს სძინავს. მკვლევარებმა შეისწავლეს თუ რამდენად ახდენს უარყოფით გავლენას ასეთი ,,ნახევრად ძილი“ დღის განმავლობაში მათ სიფხიზლეზე. ისინი ხუთი დღის განმავლობაში მათ ძილს აკვირდებოდნენ და აღმოაჩინეს, რომ ხუთი ფხიზელი ღამის შემდეგაც ისინი დღის განმავლობაში ისეთივე ფხიზლები და გამჭრიახები არიან, როგორც არასოდეს.
ფოტო: https://changecominon.blogspot.com/