საბერძნეთში, კუნძულ ევიასთან თურქეთიდან მიმავალი მიგრანტების ნავი ჩაიძირა, მაშველებმა ცხრა ადამიანი გადაარჩინეს, თუმცა ათობით მიგრანტს ისევ ეძებენ.
არსებული ინფორმაციით, ნავზე დაახლოებით 68 ადამიანი იმყოფებოდა.
სანაპიროს დაცვის განცხადებით, სამაშველო ოპერაცია ძლიერი ქარი ართულებს. ძიების პროცესი სანაპირო დაცვის გემით, ვერტმფრენითა და ორი ნავით მიმდინარეობს.