საბერძნეთში ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მამაკაცი, რომელიც პარტნიორი ქართველი ქალის მკვლელობისთვის დააკავეს, ციხეში გარდაცვლილი იპოვეს.
მათი ინფორმაციით, 48 წლის ქართველმა წინასწარი დაკავების იზოლატორში, სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო.
საბერძნეთის ქალაქ სალონიკში საქართველოს მოქალაქე 56 წლის პარტნიორი ქალის მკვლელობისთვის ორი დღის წინ დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ქალი ჯერ სცემა, შემდეგ კი ბასრი იარაღით მოკლა.
მთავარი ფოტო: api.time.com