უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება პარტნიორ ქვეყნებს მოუწოდებს რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარონ.
,,რუსეთმა კიდევ ერთი საშინელი სამხედრო დანაშაული ჩაიდინა ოკუპირებულ ელენოვკაში გამოსასწორებელი დაწესებულების დაბომბვით, სადაც მას უკრაინელი სამხედრო ტყვეები ჰყავდა. მოვუწოდებ ყველა პარტნიორს, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეს სასტიკი დარღვევა მკაცრად დაგმონ და რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარონ“ _ წერს კულება Twitter-ზე.
უკრაინული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე თავდასხმას სულ მცირე 40 უკრაინელი სამხედრო ტყვე ემსხვერპლა.
