უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, ბუჩას ხოცვა-ჟლეტის შემდეგ დასავლეთმა უკრაინის მიმართ დამოკიდებულება უნდა შეცვალოს, მათ აღარ უნდა იყოყმანონ სანქციებსა და იარაღის მიწოდებაზე.
,,ბუჩას ხოცვა-ჟლეტამ უნდა მოხსნას დასავლეთში ნებისმიერი ყოყმანი და სურვილის არქონა უკრაინისთვის ყველა საჭირო ტიპის იარაღის, მათ შორის თვითმფრინავების, ტანკების, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებისა და ჯავშანტექნიკის გადაცემასთან დაკავშირებით, ჩვენი ქვეყნის დასაცავად და რუსი ოკუპანტებისგან გასათავისუფლებლად. ეს ასევე ეხება სანქციებს. თუ რომელიმე ჩემი კოლეგა ევროპიდან ან ოკეანის მიღმა, შეეცდება მითხრას, რომ ზოგიერთი სანქცია შეუსაბამო ან ზედმეტად მკაცრია და არ უნდა იყოს დაწესებული, მაშინ მე ამას მივიჩნევ ბუჩას და სხვა ქალაქებისა და სოფლების მსხვერპლთა ღალატად.
ჩვენ მხოლოდ ვითხოვთ აუცილებელს, რათა გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა და თავიდან აიცილოთ რუსეთის მხრიდან კიდევ უფრო მეტი დანაშაული და გადავარჩინოთ მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე “ _ განაცხადა კულებამ.