ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება. ინფორმაცია ნატო-ს ვებგვერზე გამოქვეყნდა. განმარტება იმის შსახებ, თუ რატომ გაუქმდა მანამდე შეხვედრა, ან რა იყო ამის მიზეზი, ინფორმაციაში არ არის.
შეგახსენებთ, მანამდე, ალიანსის ვებ-გვერდზე განთავსდა ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილსა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა გაუქმდა. ,,ქართული ოცნების“ დეპუტატები ამის მიზეზად იენს სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებდნენ.